Saturday, November 14, 2015

მე-9 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საოცრად საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე, კომენტარების გაკეთება,თითოეულმა ჩვენგანმა  წარმოადგინა საკუთარი პროექტი და ერთმანეთი შევაფასეთ კომენტარებით,  ვისურვებდი, რომ ასეთი სწავლება ხშირად იყოს ჩემს პრაქტიკაში, ასევე სკოლის ინფრასტრუქტურაც ისე იყოს მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი ადვილად განვახორციელო და ამის კეთების სურვილი მქონდეს.
 მე უკვე მეორედ შევხვდი ჩემს ტრენერს ქ-ნ ნინო კაჟაშვილს და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო არის უმაღლესი კატეგორიის ტრენერი, რომელიც ჩვენს ყოველ შეცდომაზე და სულელურ შეკითხვაზეც კი, მაღალი აკადემიურობით, დაუღლელად და პასუხისმგებლობით პასუხობდა. მადლობა ნინოს ასეთი მაღალპროფესიული დამოკიდებულებისთვის,   დიდი სიამოვნებით  შევხვდებოდი კიდევ.

Friday, November 13, 2015

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  სანახავად გადადით ბმულზე

მე-8 დღის რეფლექსია

მერვე დღე ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ შევიმუშავეთ კითხვარი და შევქმენით გუგლ ფორმებში.  ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, ბმულის საშუალებით დავდეთ კითხვარი ბლოგში. მე ეს  ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეების გამოკითხვაში. მადლობას ვუხდი ნინო კაჟაშვილს, საინტერესო ლექციისთვის.

პროექტის კითხვარი

კითხვარის სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, November 7, 2015

 დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ დღეს შევქმენით დამხმარე შაბლონი მოსწავლეთა დასახმარებლად და მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, დავწერეთ  სასწავლო პროცედურები. ეს ჩვენ დაგვეხმარება პროექტის მსვლელობაში და მის განხორციელებაში.

Friday, November 6, 2015

მე ვფიქრობ, რომ ყოველ შეხვედრაზე ჩვენი ტრენინგები  უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველია. დღეს შევქმენით მოსწავლის შეფასების  გზამკვლევი, რაც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის ბოლოს გააკეთონ თვითშეფასება,ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება, ვიდეოს ატვირთვა , რაც გამიადვილებს მოსწავლეების მიერ შექმნილი სლაიდშოუები  ავტვირთო და გამოვაქვეყნო ბლოგზე.

პროექტის პუბლიკაცია

პუბლიკაციის სანახავად გადადით ბმულზე