Saturday, November 14, 2015

მე-9 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საოცრად საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე, კომენტარების გაკეთება,თითოეულმა ჩვენგანმა  წარმოადგინა საკუთარი პროექტი და ერთმანეთი შევაფასეთ კომენტარებით,  ვისურვებდი, რომ ასეთი სწავლება ხშირად იყოს ჩემს პრაქტიკაში, ასევე სკოლის ინფრასტრუქტურაც ისე იყოს მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი ადვილად განვახორციელო და ამის კეთების სურვილი მქონდეს.
 მე უკვე მეორედ შევხვდი ჩემს ტრენერს ქ-ნ ნინო კაჟაშვილს და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო არის უმაღლესი კატეგორიის ტრენერი, რომელიც ჩვენს ყოველ შეცდომაზე და სულელურ შეკითხვაზეც კი, მაღალი აკადემიურობით, დაუღლელად და პასუხისმგებლობით პასუხობდა. მადლობა ნინოს ასეთი მაღალპროფესიული დამოკიდებულებისთვის,   დიდი სიამოვნებით  შევხვდებოდი კიდევ.

No comments:

Post a Comment