დღევანდელი დღეც საოცრად საინტერესო გამოდგა ჩვენთვის. ვისწავლეთ პორტფოლიოს გამოქვეყნება ბლოგზე, კომენტარების გაკეთება,თითოეულმა ჩვენგანმა წარმოადგინა საკუთარი პროექტი და ერთმანეთი შევაფასეთ კომენტარებით, ვისურვებდი, რომ ასეთი სწავლება ხშირად იყოს ჩემს პრაქტიკაში, ასევე სკოლის ინფრასტრუქტურაც ისე იყოს მოწყობილი, რომ ეს ყველაფერი ადვილად განვახორციელო და ამის კეთების სურვილი მქონდეს.
მე უკვე მეორედ შევხვდი ჩემს ტრენერს ქ-ნ ნინო კაჟაშვილს და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ნინო არის უმაღლესი კატეგორიის ტრენერი, რომელიც ჩვენს ყოველ შეცდომაზე და სულელურ შეკითხვაზეც კი, მაღალი აკადემიურობით, დაუღლელად და პასუხისმგებლობით პასუხობდა. მადლობა ნინოს ასეთი მაღალპროფესიული დამოკიდებულებისთვის, დიდი სიამოვნებით შევხვდებოდი კიდევ.
Saturday, November 14, 2015
Friday, November 13, 2015
მე-8 დღის რეფლექსია
მერვე დღე ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ შევიმუშავეთ კითხვარი და შევქმენით გუგლ ფორმებში. ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება, ბმულის საშუალებით დავდეთ კითხვარი ბლოგში. მე ეს ყველაფერი დამეხმარება მოსწავლეების გამოკითხვაში. მადლობას ვუხდი ნინო კაჟაშვილს, საინტერესო ლექციისთვის.
Saturday, November 7, 2015
Friday, November 6, 2015
მე ვფიქრობ, რომ ყოველ შეხვედრაზე ჩვენი ტრენინგები უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველია. დღეს შევქმენით მოსწავლის შეფასების გზამკვლევი, რაც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის ბოლოს გააკეთონ თვითშეფასება,ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის გამოქვეყნება, ვიდეოს ატვირთვა , რაც გამიადვილებს მოსწავლეების მიერ შექმნილი სლაიდშოუები ავტვირთო და გამოვაქვეყნო ბლოგზე.
Friday, October 30, 2015
მე4 დღის რეფლექსია
მე ვფიქრობ, მე 4 ტრენინგი საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ ვისწავლეთ როგორ იწერება შეფასების გეგმა, პროექტში გამოსაყენებელი შეფასების სქემა, განვიხილეთ პროექტში გამოსაყენებელი ხუთი სტრატეგია.
Sunday, October 25, 2015
მე-3 დღის რეფლექსია
ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით. ვიმუშავე სტანდარტებზე, გამოვყავი ინდიკატორები და ჩამოვაყალიბე შინაარსობრივი და თემატური შეკითხვები. მჯერა, რომ ეს ძალიან დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში.
ვისწავლე ახალი ბლოგის შექმნა, რედაქტირება და ეს პროცესი ძალიან სახალისო იყო ამ ოთხი საათის მანძილზე.
ძალიან მომწონს ტრენერი ნინო კაჟაშვილი და ვუხდი დიდ მადლობას! ვისურვებ- დი, რომ ხშირად მქონდეს სხვადასხვა სახის ტრენინგი <3
ვისწავლე ახალი ბლოგის შექმნა, რედაქტირება და ეს პროცესი ძალიან სახალისო იყო ამ ოთხი საათის მანძილზე.
ძალიან მომწონს ტრენერი ნინო კაჟაშვილი და ვუხდი დიდ მადლობას! ვისურვებ- დი, რომ ხშირად მქონდეს სხვადასხვა სახის ტრენინგი <3
Subscribe to:
Posts (Atom)